1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსი ტარდება მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის. სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

2. სპეციალური კონკურსის საფუძველზე შეიძლება შეირჩეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში საჯარო მოსამსახურედ/სამოქალაქო პირად მისაღები პირი.

3. მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სპეციალური კონკურსის გარეშე, შეიძლება დაინიშნოს:

ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის/გადაყვანის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დანიშვნა/გადაყვანა გულისხმობს იმავე ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების განხორციელებას;

ბ) კადრების განკარგულებაში აყვანილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – იმავე ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სხვა დანაყოფში იმავე, ტოლფას, მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – უფრო მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის (გადაადგილების) შემთხვევაში;

დ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე – სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თანამდებობაზე აღდგენის, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას  – ტოლფას ან/და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში;

ე) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი.

4. თუ სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, კანდიდატებს თანაბარი შედეგები აქვთ, სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქვს გავლილ