1. მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას;

ბ) მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება);

გ) საშტატო-საორგანიზაციო ცვლილების განხორციელებისას;

დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

ე) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

ვ)  პირადი განცხადებით (პატაკი);

ზ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად;

თ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო.

2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.

3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების  და გამოცდილების გათვალისწინებით.

4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება სამსახურის უფროსის ან  მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის ბრძანებით, გადაადგილების  საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.

5. უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება  შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან.

6. თანამდებობა ტოლფასია, თუ:

ა) დანაყოფის სახელწოდების მიუხედავად, დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის იდენტურ დასახელებას, მათ შორის:

ა.ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ტოლფასი თანამდებობაა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი;

ა.ბ) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი მთავარი სამმართველოს უფროსის ტოლფასი თანამდებობაა მთავარი სამმართველოს უფროსი;

ა.გ) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სამმართველოს უფროსის ტოლფასი თანამდებობაა სამმართველოს უფროსი;

ა.დ) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი სამსახურის უფროსის ტოლფასი თანამდებობაა  სამსახურის უფროსი;

ა.ე) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი განყოფილების უფროსის ტოლფასი თანამდებობაა განყოფილების უფროსი;

ა.ვ) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი ქვეგანყოფილების უფროსის ტოლფასი თანამდებობაა ქვეგანყოფილების უფროსი;

ა.ზ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის, სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი მთავარი სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის, სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის ტოლფასი თანამდებობაა შესაბამისად, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის, სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალი მთავარი სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის, სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;

ბ) დასაკავებელი თანამდებობა შეიცავს მოსამსახურის მიერ დაკავებული ან ბოლო დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას, გარდა:

ბ.ა) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ.ბ) დასაკავებელი თანამდებობისა, რომელიც ერთსა და იმავე დანაყოფის შემთხვევაში იერარქიულად წარმოადგენს მოსამსახურის მიერ დაკავებულ ან ბოლო დაკავებულ თანამდებობაზე უფრო  მაღალ ან დაბალ თანამდებობას.

7. მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე (ქვეგანყოფილების უფროსად და უფრო მაღალ თანამდებობაზე) შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამსახურის გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

8. მოსამსახურის თანამდებობრივი დაწინაურების წესი შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება