1. სამსახურში არ მიიღება:

ა)  ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად  არის ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის  სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სამსახურთან შეთანხმებით;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება  შვილს, მეუღლეს, მშობელს, დას, ძმას, აგრეთვე მეუღლის დას, ძმას ან/და მშობელს;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

ი) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

ლ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამსახურში.

3. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს  სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის გარდა უფლება არ აქვს:

ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს;

ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში.

4. სამსახურის მოხელეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, უფლება აქვს. შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში.

5. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან,  სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს   ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმებით.

6.  სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს, არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეუძლია მხოლოდ ფლობდეს აქციებსა და წილს.

7. სამსახურის მოსამსახურეს უფლება არ აქვს სამსახურებრივად დაექვემდებაროს ან დაიქვემდებაროს თავისი ახლო ნათესავი (შვილი, მეუღლე, მშობელი, ბებია, პაპა, ნაშვილები, შვილიშვილი, და, ძმა, მშვილებელი, დისწული, ძმისწული, აგრეთვე მეუღლის და, ძმა და მშობელი