1. სპეციალურ მოხელეთათვის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;

ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;

გ) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.

2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს სსიპ –  შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის  (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადი