1. პოლიციელთათვის ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. დაცვის პოლიციაში დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობისთვის წესდება შემდეგი ზღვრული ასაკი:
ა) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პოლიციელთათვის - 50 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პოლიციელთათვის (ვიცე-პოლკოვნიკის ჩათვლით) – 55 წელი.
შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაცვის პოლიციაში, დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებულ/დანიშნულ პირებზე.
3. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადი