1. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია პოლიციელის თანამდებობაზე (საშტატო ერთეული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის სპეციალური წოდებით მიღების შესაძლებლობას) ვაკანტური ადგილის არსებობა.
2. სპეციალური საკონკურსო კომისიები სპეციალურ კონკურსს აცხადებენ შესაბამისი საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველზე. სპეციალური კონკურსის ჩატარების მიზნით:
ა) სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო;
ბ) სამინისტროს ტერიტორიულ სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს (მთავარი სამმართველო) საკადრო დანაყოფი;
გ) სსიპ-ის სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ის საკადრო დანაყოფი.
3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალურ საკონკურსო კომისიაში საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - იმ მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - იმ სსიპ-ის შესაბამისი სტრუქტურული ან ტერიტორიული ქვედანაყოფის/დანაყოფის ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს/მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსის, სსიპ-ის ხელმძღვანელის და მათი მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ორგანიზების მიზნით სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს დავალებას აძლევს მინისტრი ან/და შესაბამისი დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე. სსიპ – „112“-ის დირექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ დავალებას შესაბამის საკადრო დანაყოფს აძლევს აღნიშნული სსიპ-ის დირექტორი.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სათანადო მიმართვის/დავალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მათი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროში ან/და შესაბამის დანაყოფში არსებული ვითარების, სათანადო აუცილებლობის, კანონმდებლობის მოთხოვნების და სხვა გარემოებების გათვალისწინები