1. სამინისტროს მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის/სამოქალაქო პირის შემცვლელი – მოხელის/სამოქალაქო პირის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) შტატგარეშე მოსამსახურე - დავალების შესრულების ვადით;
გ) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი;
დ) აკადემიაში კონკურსის წესით აკადემიურ თანამდებობაზე მიღებული/დანიშნული პირი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაშ