1. მინისტრს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეუძლია, არა უმეტეს 6 თვისა, პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება  პირის  კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე უნდა მოხდეს გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება. შეფასების აქტი დგება წერილობითი ფორმით უშუალო უფროსის მიერ და დაერთვება პირის პირად საქმეს.

3. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში   გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის  არადამაკმაყოფილებელი შედეგების  ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით  თავისუფლდება სამსახურიდან.

4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის:

ა) თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება;

ბ) დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გარდა მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობისა.

6. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟშ