1. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სამსახურის გავლის ზღვრული ასაკია:
ა) საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი (მხოლოდ იუსტიციის უფროსი მრჩეველი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე სამსახურის თანამშრომელს საკუთარი სურვილით და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადი