1.  სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდება შესაძლებელია მიენიჭოს სამსახურის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა).

2. სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხით დგინდება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდება ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

4. სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდება ენიჭება ინდივიდუალურად, მისი თანამდებობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და მომზადების, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებითა და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილები