1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) პირი ინიშნება კონკურსის წესით, გარდა ამ წესის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებისა (მობილობის განხორციელება არ ვრცელდება  სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში თანამშრომლის დანიშვნისას).

2. პირი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობისა) ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.

3. სამსახურის შტატით გათვალისწინებული მესამე, მეორე და პირველი რანგის თანამშრომლის თანამდებობაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირი ასევე შესაძლებელია დაინიშნოს:

ა) დახურული კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით;

ბ) სამსახურის შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას სამსახურის მოქმედი თანამშრომლებისაგან და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრიდა