1. ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამსახურის მოქმედ თანამშრომელს, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მყოფ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებ