1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სამსახურის თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობის არსებობა.

2. სამსახურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოცხადდეს ღია და დახურული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.

3. სამსახური, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, ხოლო ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსს – სამსახურის მოქმედი თანამშრომლების სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მითითებულ სტაჟიორ-გამომძიებელთა ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

4. ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, კონკურსის სახის გათვალისწინებით, დამატებით განათავსოს სამსახურის ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებშ