1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
2. საკონკურსო კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს შეფასების ქულათა სისტემის საფუძველზე.
3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. საკონკურსო კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით (არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
5. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი კონკურსის ყველა ეტაპზე.
6. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი/ზეპირი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.
7. საკონკურსო კომისიამ შესაძლებელია გაითვალისწინოს პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატის შეფასება განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
9. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
10. საკონკურსო კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაშ