1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

4. კომისიის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელს აწერს  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის სხდომას კომისიის წევრების გარდა სხვა პირი შეიძლება ესწრებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის საჯარო სხდომ