1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს საკრებულო, საკუთარი უფლებამოსილების ვადით.
3. საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად წამოაყენოს როგორც საკუთარი, ისე სხვა პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებით, კანდიდატურა, კანდიდატის თანხმობით. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთმა მესამედმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ხდება კანდიდატთა ხელახალი დასახელება და ხელახალი კენჭისყრა.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ვადამდე შეიძლება იქნეს განთავისუფლებული პირადი განცხადებით და/ან საკრებულოს განკარგულებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრს. გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დანიშვნიდან ერთი კვირის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით (თუ კომისიის თავმჯდომარედ არჩეულია საკრებულოს თავმჯდომარე - საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებით) და ჩასატარებელი კონკურსის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და კომისიის წევრთა სავარაუდო კანდიდატებს. კომისიის წევრთა რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით, უნდა იყოს კენტი. კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 5 და არა უმეტეს 9 წევრისაგან