1. კონკურსი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის წესს, კანდიდატების ვაკანტური თანამდებობასთან გამოცხადებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და მათ შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზნით.
2. კონკურსი სავალდებულოა გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შტატით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის მისაღებადაც.
3. ვაკანტურ თანამდებობად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებული ის დანიშვნითი თანამდებობა, რომელიც არ არის დაკავებული მოხელის მიერ. კონკურსი ასევე ცხადდება იმ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომელზეც მოხელე დანიშნულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე (კონკურსის გარეშე დანიშნული დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს)