1. საკონკურსო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში საკონკურსო კომისია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ასევე წარუდგენს ამ წესის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სარეზერვო კანდიდატთა სიას, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
2. საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად აცნობებს მის მიმართ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსისას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შიდა კონკურსის შედეგების შესახებ თითოეულ კანდიდატს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
3. სამსახური ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში.
მუხლი 25. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება🔗
კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:
ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;
ბ) საკონკურსო კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზ