1. საკონკურსო კომისიის მიერ, ხოლო ამ წესის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, თანამდებობაზე ნიშნავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
2. თუ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
3. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის