1. სტაჟიორ-გამომძიებელს უფლება აქვს:

ა) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამომძიებლის უფლებამოსილებები;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელთან/მენტორთან აქტიურად დასვას შეკითხვები საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის აქტუალურ/ბუნდოვან საკითხებზე, მიმართოს სტაჟირების ხელმძღვანელს/მენტორს რჩევების, მოსაზრებებისა და რეკომენდაციის მისაღებად;

დ) სტაჟირების ხელმძღვანელს/მენტორს თავისუფლად მიაწოდოს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და რის შეცვლას ისურვებდა პროგრამის თვალსაზრისით.

2. სტაჟიორ-გამომძიებელი ვალდებულია:

ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მითითებები და დავალებები;

ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;

გ) სტაჟირების ხელმძღვანელის/მენტორის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები;

დ) უზრუნველყოს ამ წესის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივობების მინიმალური პროგრამის შესრულება;

ე) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების მიზნით სამსახურის მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებში;

ვ) შეასრულოს პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების შემოწმების მიზნით სამსახურის მიერ განსაზღვრული დავალებები;

ზ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, 3 თვეში ერთხელ, წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში სტაჟირების ხელმძღვანელსა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს;

თ) სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში უზრუნველყოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით მისთვის გადაცემული სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ჟეტონის, ფორმის, ასევე, ყველა მატერიალურ სიკეთისა და დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

3. სტაჟიორ-გამომძიებელი, მისი თანხმობის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს სამსახურის ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან სხვა ქვედანაყოფშ