ა) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით, გაეცნოს სამსახურში შემოსულ დოკუმენტებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკა, ელექტრონული საშუალებები და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესს;

ბ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ ღონისძიებებში და თათბირებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ წესებს;

გ) გაეცნოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.

2. სტაჟიორი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ამ ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟიორი, რომელიც დანიშნულია სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოში, უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გამომძიებლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებ