მუხლი 20. 1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვის ვადით. ანაზღაურებადი სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით
თავი IV — სტაჟირების პირობები
2. ანაზღაურებადი სტაჟირების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 დღისა, სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, სადაც პირი გადის სტაჟირებას, სამსახურის უფროსს წერილობითი ფორმით წარუდგენს არგუმენტირებულ დასაბუთებას (რეკომენდაციას) ყოველი კონკრეტული სტაჟიორისათვის სტაჟირების ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურებადი სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, გამოიცემა სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე.
4. მხოლოდ ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟშ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 42. სტაჟირების დასრულება— საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 20, №358, 24.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016447 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1730829/muxli-20/