1. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ და „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.

2. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება გასცემს  ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საერთო სტაჟშ