1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

2. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ ითვლება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ რიცხოვნობაში.

3. საჯარო დაწესებულებაში, სადაც მთლიანი საშტატო რიცხოვნობა 10 ერთეულზე ნაკლებია, სტაჟიორის რაოდენობა განისაზღვრება 1 ერთეული