სტაჟირების მსურველი პირის უფლება-მოვალეობებია:

ა) გაეცნოს სტაჟიორის კონკურსის შესაბამის შეტყობინებაში მითითებულ ინფორმაციას/მოთხოვნებს და, კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

გ) დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) გაასაჩივროს სტაჟირების კონკურსის შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობებ