საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობებია:
ა) შეუქმნას სტაჟიორს უსაფრთხო გარემო და სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;
ბ) განუსაზღვროს სტაჟიორს სტაჟიორის მენტორი;
გ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ სტაჟიორის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული ხარვეზის შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით;
დ) სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, დაუდგინოს სტაჟირების სპეციალური გრაფიკი;
ე) დაადგინოს სტაჟიორის სხვა მოთხოვნები, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობებ