1. სტაჟირების მსურველი პირი, რომლის მიერ წარდგენილი განაცხადი განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისია, ექვემდებარება შეფასებას.
2. სტაჟირების მსურველი პირის შეფასება ხდება გასაუბრების საფუძველზე.
3. საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შეფასებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს წერითი ან/და ზეპირი დავალება.
4. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდნენ ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი და იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი.
5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა კომისიის წევრებად მოწვევა სავალდებულოა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, განსაზღვროს კომისიის სხვა წევრები, ასევე კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.
6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სტაჟირების მსურველი პირის შეფასება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის ნაცვლად, დაავალოს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელს ან იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორ