1. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სტაჟიორთან ატარებს გასაუბრებას, ეცნობა მენტორის წერილობით დახასიათებას, შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს და აფასებს სტაჟიორს ამ წესით (დანართი №1) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, თუ პირი გადალახავს სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ შეფასების მინიმალურ ქულათა ბარიერს, და ამასთან, აკმაყოფილებს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, სტაჟიორი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.

3. სტაჟიორის შეფასების (დანართი №1) მინიმალურ ქულათა ბარიერს, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც, სტაჟიორი უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, ადგენს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატ