1. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად მიიღება საქართველოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დარგის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სტაჟიორად მიღება ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით