1. სტაჟიორთა მისაღებად კონკურსის გამოცხადების საფუძველია, სამინისტროს დანაყოფის მოთხოვნა კონკურსის გამოცხადების თაობაზე. კონკურსი, როგორც წესი, ცხადდება დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის არსებობისას.
2. კომპეტენციის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს ორგანიზებას უწევს სამინისტროს დანაყოფის შესაბამისი სპეციალური საკონკურსო კომისია. სტაჟიორთა შესარჩევ სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის, მათ შემადგენლობას განსაზღვრავს და აუქმებს:
ა) მინისტრი, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელი;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში – შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) აპლიკაციების მიღება და გადარჩევა;
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება.
4. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს აპლიკაცია სამინისტროს ან/და შესაბამისი დანაყოფის ვებ-გვერდზე.
5. აპლიკაციების მიღების დასრულებიდან გონივრულ ვადაში, კანდიდატების მიერ შევსებული აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შერჩეულ კანდიდატთა სია, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს, მტკიცდება სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნულით სრულდება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპი და კანდიდატები გადადიან კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი გამოიყენება მხოლოდ იმ დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც გამოცხადებულია კონკურსი. ტესტირება, როგორც წესი, იმართება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
7. კონკურსის გასაუბრების ეტაპი ცხადდება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოყენებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი.
8. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და სხვა გარემოებების შესახებ, რაც საჭიროა პოზიციისთვის გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.
9. გასაუბრების ეტაპზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ 1 (ერთი) ვაკანტურ პოზიციაზე 5 (ხუთი) სტაჟიორს.
11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
12. გასაუბრების ეტაპზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას, სტაჟირების კანდიდატად შერჩევის შესახებ. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
13. კანდიდატის თანხმობით, გასაუბრების ეტაპზე კომისიას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული სტაჟირების ნაცვლად, სამინისტროს სისტემაში სტაჟირების სხვა კონკურსში შერჩევის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, კომისიის მიერ, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს შეთავაზებული სტაჟირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმ დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა, სადაც მიიღება სტაჟიორი.
14. კონკურსის ყველა ეტაპისა და სპეციალური შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი მიიღება სტაჟიორად.
15. კონკურსის რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის ან სპეციალური შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, პირი არ მიიღება სტაჟიორად. აღნიშნულის შესახებ სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ გამოიცემა.
16. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა კონკურსის ეტაპებ