1. სამინისტროს სისტემაში პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დარგის ბაკალავრიატის ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
2. სამინისტროს დანაყოფებში პირის მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლა ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინების საფუძველზე. წარდგინებას თან უნდა ახლდეს სასწავლო პრაქტიკის გეგმა (თემატიკა და ძირითადი მიმართულებები).
3. პრაქტიკანტად მიღება ხორციელდება სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან გასაუბრების შედეგად. დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს კანდიდატების მიერ გასაუბრებამდე გასავლელი ეტაპები, რაც აუცილებლად ეცნობება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და კანდიდატს.
4. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდგომ, პრაქტიკანტი გადის სპეციალურ შემოწმებას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპ(ებ)ის და სპეციალური შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღება სამინისტროს სისტემაში სასწავლო პრაქტიკის გასავლელა