1. სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის დაწყება, ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, ფორმდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ამავე დანაყოფების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
2. სამინისტროს სისტემაში პრაქტიკანტის მიღების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პრაქტიკანტის, ასევე მისი ხელმძღვანელის/მენტორის სახელს, გვარს, პირად ნომერს, სამინისტროს დანაყოფის დასახელებას, სასწავლო პრაქტიკის დაწყებისა და დასრულების თარიღს, მიმართულებას და საფუძველ