1. აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის, ზედამხედველი აუდიტორის მიერ კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების (აუდიტორულ გარიგებებში მონაწილოების) არანაკლებ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების დადასტურებისთვის,  სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია პრაქტიკაში გამოვლენილი,  გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციების დადასტურების მიზნით, მიმართოს შესაბამის ზედამხედველ აუდიტორს.

2. ზედამხედველი აუდიტორის ფუნქციების განხორციელებისას, პირი უნდა იყოს  აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორი ან/და საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორი.

3. კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის  მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ზედამხედველი აუდიტორი ადასტურებს წერილობით, პრაქტიკის ფურცლით.

4. პრაქტიკის ფურცელი უნდა მოიცავდეს:

ა) კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელს,  გვარს და პირად ნომერს;

ბ) ზედამხედველი აუდიტორის (გარიგების პარტნიორის) სახელს და გვარს, რეესტრში რეგისტრაციის ნომერს;

გ) პრაქტიკის პერიოდს (დაწყების და დასრულების თარიღს);

დ) სუბიექტთან დადებული იმ გარიგებების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც კანდიდატი/სერტიფიცირებული ბუღალტერი მონაწილეობდა (შესაბამისი როლის მითითებით);

ე) ინფორმაციას, კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში მონაწილეობის მიღებისას გამოვლენილი, გამომუშავებული  პროფესიული კომპეტენციების შესახებ (პროფესიული უნარები, ტექნიკური კომპეტენციები, პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და დამოკიდებულებები