1. კომპეტენციის სფეროებისათვის დანართი ,,ა“-ს მე-2 სვეტით დადგენილია მინიმალური სწავლის შედეგები. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია თითოეული კომპეტენციის სფეროსათვის დაადგინოს დამატებითი, მხოლოდ დადგენილზე მაღალი, სწავლის შედეგები.
2. კანდიდატის პროფესიული კომპეტენცია, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მიღებამდე, შესაბამისი დონეებით განისაზღვრება. კანდიდატის პროფესიული კომპეტენციის დონეებია:
ა) პროფესიული კომპეტენციის საბაზო დონე;
ბ) პროფესიული კომპეტენციის საშუალო დონე;
გ) პროფესიული კომპეტენციის უმაღლესი დონე.
3. კანდიდატი ვალდებულია დადგენილი კომპეტენციის დონეზე მიაღწიოს განსაზღვრულ სწავლის შედეგებ