1. სასწავლო კურსი უნდა წარიმართოს სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად.
2. ერთი სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე, მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ კომპეტენციის სფეროს.
3. სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი უნდა შეესაბამებოდეს პროფესიულ მოთხოვნებს, ნათლად ჩამოყალიბებული და ორიენტირებული უნდა იყოს დასაქმების ბაზარზე.
4. სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი უნდა იყოს მიღწევადი.
5. სასწავლო კურსის შინაარსი განსაზღვრულ ვადაში უნდა უზრუნველყოფდეს სწავლების მეთოდებისა და საათების მოცულობის გათვალისწინებით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას. სწავლის შედეგების მიღწევისთვის აუცილებელი საათების რაოდენობა უნდა იყოს გონივრული.
6. სწავლის შედეგები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და შეესაბამებოდეს სამსახურის მიერ დადგენილ მინიმალურ სწავლის შედეგებს.
7. სხვადასხვა სასწავლო კურსის და სწავლების მეთოდების ერთობლიობა უნდა უზრუნველყოფდეს სასერტიფიკაციო პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, კომპეტენციის დონის შესაბამისად.
8. კომპეტენციის სფეროები, რომელსაც მოიცავს სასერტიფიკაციო პროგრამის შემადგენელი თითოეული სასწავლო კურსი, მკაფიოდ იდენტიფიცირდება და შეესაბამება პროფესიული კომპეტენციის კომპონენტ(ებ)ს.
9. შეფასების მეთოდები, სასერტიფიკაციო პროგრამის თითოეულ სასწავლო კურსისათვის და მიღწეული სწავლის შედეგების შეფასებისათვის, ადეკვატური უნდა იყოს და სამართლიანად აფასებდეს კანდიდატს.
10. სასწავლო ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სფეროს თანამედროვე და აქტუალურ მოთხოვნებს, შეიცავდეს პრაქტიკულ ელემეტებს და უზრუნველყოფდეს სწავლის შედეგების მიღწევას.
11. კანდიდატის ცოდნის შეფასების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რაც უზრუნველყოფს კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის ინფორმირებას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.
12. სასწავლო კურსის მიზანია კანდიდატმა გამოიმუშაოს სასწავლო კურსის პროგრამით (სილაბუსით) გათვალისწინებული შესაბამისი პროფესიული კომპეტენცი