1.  ამ სტანდარტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანდიდატი –

სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მაძიებელი, რომელსაც აქვს ბაკალავრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საქართველოში ან უცხოეთში  მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ საფეხურზე სწავლის უფლება ან რომელიც პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელია;

ბ) პროფესიული კომპეტენცია –

კანონით და კანონით განსაზღვრული შესაბამისი  სტანდარტებით განსაზღვრული როლის შესრულების უნარი;

გ) სწავლის შედეგები –

ცოდნის მოცულობა და სიღრმე, შემეცნება და გამოყენება, რომელიც მოითხოვება პროფესიული სერტიფიცირებისათვის აუცილებელი სასწავლო დისციპლინებისთვის (სასწავლო კურსისთვის) (შემდგომ –

სასწავლო კურსი) და რომლის მიღწევაც სავალდებულოა კანდიდატისთვის/სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის;

დ) კვალიფიკაცია –

სასერტიფიკაციო პროგრამის სრულად დაძლევის შედეგად და პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად დადასტურებული (მიღწეული) სწავლის შედეგები;

ე) სასერტიფიკაციო პროგრამა  – პროფესიული სერტიფიცირებისათვის აუცილებელი სასწავლო კურსების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია სასერტიფიკაციო პროგრამის მიზანი, მისაღწევი სწავლის შედეგები,  სწავლის შინაარსი და კანდიდატთა შეფასების სისტემა, ასევე სასერტიფიკაციო გამოცდების ერთობლიობა;

ვ) სრული სასერტიფიკაციო პროგრამა –

პროგრამა, რომელიც მოიცავს ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა სასწავლო კურსს და სასერტიფიკაციო გამოცდას;

ზ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლების და სწავლის მეთოდების და შეფასების კრიტერიუმების შესახებ;

თ) საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი –

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა კოლეჯისა, ასევე  უცხოეთში მიღებული და საქართველოში აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. ამ სტანდარტში გათვალისწინებული უმაღლესი განათლება მოიცავს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ  ან მათთან გათანაბრებულ ხარისხს.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ სტანდარტის მიზნებისათვის, მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად.

თავი II

პროფესიული სერტიფიცირება.  სასწავლო კურ