პროფესიული კომპეტენცია მოიცავს:
ა) ტექნიკური კომპეტენციებს, რომელიც არის საგნებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
ბ) პროფესიულ უნარებს, რომლებიც არის ზოგადი უნარები, ასევე კომუნიკაციის, პიროვნული და ორგანიზაციული უნარები, რომელთა ტექნიკურ კომპეტენციასთან, პროფესიულ ფასეულობებთან, ეთიკასთან და დამოკიდებულებებთან ინტეგრაციის საშუალებით ვლინდება კანდიდატის პროფესიული კომპეტენცია;
გ) პროფესიული ფასეულობებს, ეთიკას და დამოკიდებულებებს, რომელიც არის პროფესიული ქცევა და სხვა მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავს სერტიფიცირებული ბუღალტრის პროფესიის წევრობას. ისინი მოიცავს ქცევის (ეთიკური) პრინციპებს, რომლებიც არსებითად დამახასიათებელია პროფესიისთვი