1. კომპეტენციის უმაღალეს დონეზე (შემდეგში –
უმაღლესი დონე) სწავლის შედეგები მიმართულია:
ა) ტექნიკური კომპეტენციის სხვადასხვა სფეროებიდან პრინციპებისა და თეორიების არჩევაზე, ინტეგრაციაზე, პროექტებისა და სამუშაო ამოცანების წარმართვაზე და რეკომენდაციების საჭიროებების შესაბამისად მომზადებაზე;
ბ) პროექტების სამართავად, განსახორციელებლად და სამუშაოს შესასრულებლად ტექნიკური კომპეტენციისა და პროფესიული უნარების ინტეგრაციაზე;
გ) პროფესიული ფასეულობების, ეთიკის და დამოკიდებულებების გამოყენებით შესაფერისი ღონისძიებების შეფასებაზე;
დ) შეზღუდული ზედამხედველობის პირობებში კომპლექსური პრობლემების შეფასებაზე, კვლევასა და გადაწყვეტაზე;
ე) კომპლექსური პრობლემების და საკითხების განჭვრეტაზე (გათვლაზე), მათთან დაკავშირებულ კონსულტაციასა და გადაწყვეტილების მიღებაზე;
ვ) დაინტერესებულ მხარისათვის შესაბამისი ინფორმაციის დამაჯერებლად, თანმიმდევრულად წარდგენაზე და განმარტებაზე.
2. სწავლის შედეგები უმაღლეს დონეზე უკავშირდება სამუშაო სიტუაციებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მაღალი დონის ბუნდოვანება, კომპლექსურობა და გაურკვევლობა.
მუხლის 13. სასერტიფიკაციო გამოცდები
1. ამ სტანდარტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება წელიწადში სულ ცოტა ორ საგამოცდო სესიად –
ზამთრის და ზაფხულის საგამოცდო სესიად.
2. კანდიდატს ცალკეული გამოცდის შედეგი უნარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დანარჩენ ყველა გამოცდას ჩააბარებს პირველი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში.
3. საგამოცდო შეფასება უნდა ხდებოდეს 100-ქულიანი სისტემით.
4. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება კანდიდატის მიერ 50 ქულის ან მეტის მიღების შემთხვევაში. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ზღვარი გაზარდოს 70 ქულამდე.
5. პროფესიული სერტიფიცირების მიზნებისათვის პირს ამ სტანდარტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისთვის დასრულებული უნდა ჰქონდეს სასწავლო კურსი სულ მცირე საშუალო დონეზე (გარდა ეკონომიქსისა, რომელშიც კანდიდატის კომპეტენცია შეიძლება დადასტურდეს საბაზო დონეზე), ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა საგანში პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში.
6. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მოპოვებისათვის კანდიდატი ვალდებულია დაასრულოს პროფესიული ორგანიზაციის სრული სასერტიფიკაციო პროგრამა. სრული სასერტიფიკაციო პროგრამის დასრულების მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია ჩაითვალოს სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ერთი ან ყველა საგანი.
7. კანდიდატი უფლებამოსილია დაასრულოს სასერტიფიკაციო პროგრამა სასერტიფიკაციო პროგრამაზე სწავლის პროცესში ჩართვის გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანდიდატი გამოცდას (გარდა სასერტიფიკაციო გამოცდისა) აბარებს იმ პროფესიულ ორგანიზაციაში, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო კურსის სწავლებას აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში.
8. სასერტიფიკაციო გამოცდები არის სერტიფიცირების საბოლოო ეტაპი და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს ენიჭება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუს