1.  გამოცდა  უნდა ჩატარდეს  წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.

2.  გამოცდის ფორმატი უნდა ითვალისწინებდეს კითხვის შემდეგ ვარიანტებს:

ა) კითხვები პასუხების ფიქსირებული ვარიანტებით:

ა.ა) კითხვები მრავალვარიანტიანი პასუხებით;

ა.ბ) კითხვები სწორია/არასწორია პასუხებით;

ა.გ) კითხვები დასაწყვილებელი პასუხებით;

ა.დ) კითხვები მოკლე პასუხებით;

ბ) ღია ტიპის კითხვები;

ბ.ა) ესეი (თხზულება);

ბ.ბ) პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი/სცენარი.

3. კომპეტენციის უმაღლესი დონის შესაფასებელი გამოცდა სრულად უნდა ეფუძნებოდეს პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს/სცენარს.

4. საშუალო დონის შესაფასებელი გამოცდა შესაძლოა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კითხვებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კითხვები არ უნდა აღემატებოდეს 40 ერთეულს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ესეის (თხზულებას) შეიძლება მოიცავდეს (მათ შორის, სრულად) როგორც საშუალო დონის, ისე საბაზო დონის შესაფასებელი გამოცდ