1. საგამოცდო პროცესს წარმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო.

2. საგამოცდო პროცესის წარმართვა ეფუძნება სამართლიანობის, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

3. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელმა ორგანომ, გამოცდების მოსამზადებლად და სამართავად, დოკუმენტურად უნდა ასახოს და სამსახურს შესაფასებლად წარუდგინოს საკუთარი პოლიტიკა და პროცედურები. მათ შორის:

ა) ზოგადი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს:

ა.ა) გამოცდებზე ზედამხედველობას  (ინფორმაცია პროფესიულ ორგანიზაციასთან არსებული საგამოცდო პროცესის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს, მისი შემადგენლობისა და ფუნქციების თაობაზე);

ა.ბ) დამოუკიდებლობას, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას;

ა.გ) საგამოცდო პროცესების მიზნებისათვის, მესამე მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისას კონფიდენციალურობისა და ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პოლიტიკას;

ბ) გამოცდის მომზადების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ბ.ა) ტესტირების მიზნები (ტესტების მიზნების განსაზღვრა, კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების გამოყენება);

ბ.ბ) კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასება;

ბ.გ) კითხვის ტიპები (რომელიც უნდა გამომდინარეობდეს ტესტირების მიზნებიდან);

ბ.დ) ტესტირების ფარგლები (სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი), მათ შორის, სწავლის შედეგები);

ბ.ე) კომპეტენციის სფეროების ინტეგრირება;

ბ.ვ) გამოცდისათვის გონივრული დროის განსაზღვრა;

ბ.ზ) ტესტირების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით ფსიქომეტრიული საკითხები (ფსიქომეტრიული ინსტრუმენტებით მენტალური/გონებრივი შეფასება);

ბ.თ) გამოცდის ფორმატის (წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით (უსაფრთხოების და კონტროლის ღონისძიებები) არჩევანი;

გ) ტესტირების შემუშავების პროცესის მართვას (ავტორების შერჩევა, მითითებები ავტორებისთვის, გამოცდის დამტკიცების პროცესი, ტესტების შედგენის, ფსიქომეტრიული ანალიზის და ადაპტაციის მეთოდოლოგია);

დ) გამოცდის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გამოცდის  თარიღამდე (ტესტების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა,  საგანგებო გეგმა,  საგამოცდო მასალის ბეჭდვა და განაწილება (საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, ელექტრონული განაწილება);

ე) კანდიდატების დარეგისტრირებას გამოცდისთვის და მათი ინფორმირების პოლიტიკა;

ვ) კანდიდატის შეფასების ანონიმურობას;

ზ) სპეციალური საჭიროებების მქონე კანდიდატებისათვის შესაბამისი პირობების არსებობას;

თ) საგამოცდო ცენტრს (საგამოცდო ცენტრის შერჩევა, მასალების შენახვა, საგამოცდო ცენტრის მთავარი ზედამხედველის და ზედამხედველის მოვალეობები);

ი) უსაფრთხოების საკითხებს (ლეგიტიმური კანდიდატების იდენტიფიცირება, საგამოცდო ოთახში შესვლა/ოთახიდან გასვლა, ადგილების განაწილება, დაშვებული ნივთების ჩამონათვალი, საგამოცდო მასალების დარიგება და კანდიდატებისთვის თანაბარი დროის მიცემის უზრუნველყოფა, დროსთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი განცხადებები, გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვის პოლიტიკა, გამოცდაზე აკრძალული ქცევა და მასზე რეაგირების მექანიზმები, ნამუშევრების შეგროვება და მათი სათანადო წესით დადასტურება, ნამუშევრების რაოდენობისა და დამსწრეთა რაოდენობის შესაბამისობის კონტროლი;

კ) საგამოცდო ნამუშევრების შეფასებას (შეფასების პროცესის ადმინისტრირება, შემფასებლების შერჩევა, შეფასების სახელმძღვანელოს შემუშავება და შემფასებელთა ჯგუფის წევრების ერთგვაროვანი მიდგომის და შეფასების  დამოუკიდებლად წარმართვის  უზრუნველყოფა, შეფასების გადამოწმება (აუდიტი)  შეფასების შედეგების შესახებ ანგარიში);

ლ) შეფასების პროცესების შედეგების დამტკიცებას (საბჭოს მიერ შედეგების დამტკიცება, ანგარიშის წარდგენა);

მ) შედეგების შეტყობინების პროცედურებს (კანდიდატებისთვის შედეგების შესახებ კონფიდენციალურობის მოთხოვნების გათვალისწინებით ინფორმაციის მიწოდება);

ნ) ჩანაწერებისა და საგამოცდო მასალების შენახვის პოლიტიკას (შენახვის 6-წლიანი ვადის დაცვა);

ო) გასაჩივრების პროცედურებს (კანდიდატის უფლება გაეცნოს ნაშრომს, შედეგების შემფასებელთან ან/და საგამოცდო საბჭოს წევრთან განხილვის შესაძლებლობა).

4.  პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს აღიარებული  სასერტიფიკაციო პროგრამა ვალდებულია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სტატუსის მისაღებად წარუდგინოს შესაბამისი სასწავლო კურსის პროგრამა  (სილაბუსი). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასწავლო კურსის პროგრამაში (სილაბუსში) არ მიეთითება სწავლებისა და სწავლის მეთოდების შესახებ ინფორმაცია.

5. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს სტატუსის მიღების შემდგომ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) ექვემდებარება გასაჯაროვებას და უნდა განთავსდეს პროფესიული ორგანიზაციის ვებგვერდზ