1. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ  ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით –
ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვთ 2005 წლის ჩათვლით, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2021 წლამდე პირი სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაუშვას მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე.

2. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ  ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით –
ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვს 2005 წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის პირველი იანვრისა, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.

3. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უცხო ქვეყანაში ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით - ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში, მინიჭებული აქვთ კვალიფიკაცია და ცენტრის მიერ აღიარებულია 2019 წლის 1 იანვრამდე. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.

4. პროფესიული ორგანიზაცია, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა აღიარდება სამსახურის მიერ,  უფლებამოსილია ამ სტანდარტის ამოქმედებამდე ჩაბარებული გამოცდების შესაბამისად პირს ჩაუთვალოს შესაბამისი სასწავლო კურსი/საგანი და გაათავისუფლოს ამ სტანდარტით დადგენილი სასერტიფიკაციო გამოცდებისაგან.

დანართი №2

სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესი

თავი I

ზოგადი დებულება