1. სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარების პროცესების მართვისათვის სამსახური მის სისტემაში ქმნის კომისიას არანაკლებ 3 კაცის შემადგენლობით. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს და მას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირები.
3. კომისიის შემადგენლობა, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სამსახური უფლებამოსილია სასერტიფიკაციო პროგრამის/ცალკეული საგნის აღიარების პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტებ