1. სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებასთან დაკავშირებით სამსახური 30 დღის ვადაში იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

ა) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შესახებ;

ბ) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აღიარებული სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შეწყვეტის შესახებ.

2. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების შესახებ, თუ საგამოცდო პოლიტიკა და პროცედურები აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ  (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.

3. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს  აღიარებაზე უარის თქმის  შესახებ, თუ საგამოცდო პოლიტიკა და პროცედურები ვერ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.

4. სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აღიარებული სპეციალიზებული გამოცდების განმახორცილებელი ორგანოს აღიარების   შეწყვეტის შესახებ, თუ სპეციალიზებული გამოცდების განმახორცილებელი ორგანო აღარ აკმაყოფილებს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტით განსაზღვრულ (დანართი №1) საგამოცდო პროცესის წარმართვის წესს და სფეროს მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.

5. სამსახური უფლებამოსილია სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს აღიარების პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტებ