1. სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სამსახურს უნდა წარედგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსი) (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
ბ) ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარების თვითშეფასების ანგარიში (მატერიალური და ელექტრონული ფორმით).
გ) თითოეული სასწავლო კურსისათვის შესაბამისი სილაბუსი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
გ.ა) სასწავლო კურსის დასახელება;
გ.ბ) სასწავლო კურსის მიზანი;
გ.გ) სასწავლო კურსის სწავლების მეთოდები;
გ.დ) სასწავლო კურსის თემატიკა (დეტალურად) და შესაბამისი მისაღწევი სწავლის შედეგები;
გ.ე) სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები;
გ.ვ) სასწავლო კურსის საათების მოცულობა;
გ.ზ) სწავლების ენა;
გ.თ) სასწავლო კურსის შესაბამისი კომპეტენციის დონე;
გ.ი) სასწავლო კურსის შეფასების სისტემა;
გ.კ) სასწავლო ლიტერატურისა და სხვა რესურსების ჩამონათვალი როგორც ქართულб ასევე უცხო ენაზე;
დ) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული, სასწავლო კურსის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის ჩამონათვალი როგორც ქართულб ასევე უცხო ენაზე (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით);
ე) ინფორმაცია სასწავლო კურსის (სილაბუსის) ავტორის/ავტორების ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ (აკადემიური ხარისხი, პრაქტიკული გამოცდილება);
ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან მიღებული/მისაღები მომსახურების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასწავლო მასალებს (ძირითად და დამხმარე ლიტერატურა) სამსახური აფასებს სასწავლო მასალების შენახვის ადგილას.
3. ცალკეული დისციპლინის საგნის აღიარების მიზნით პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტთან და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად, სამსახური 30 კალენდარული დღის ვადაში შეისწავლის სასწავლო კურსს (სილაბუსს) და თვითშეფასების ანგარიშს. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაზარდოს 30 კალენდარული დღით.
4. სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლისგან.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შესწავლის ვადის ათვლა ხელახლა იწყება.
6. სამსახური აღიარებს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით –
ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში.
7. ცალკეული დისციპლინის (საგნის) სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული, მაგრამ არანაკლებ 15-დღიანი ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღიარებული ცალკეული დისციპლინის (საგნის) რეესტრიდან ამოღების თაობაზე.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშში სამსახურისათვის წარდგენილი უნდა იყოს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისად.
9. სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის განხორციელების მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს განახლებული, ცალკეული დისციპლინების (საგნის) სილაბუსი და თვითშეფასების ანგარიში. განახლებულ თვითშეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საანგარიშო პერიოდში განსახორციელებული ცვლილებებს;
ბ) ცვლილების მიზანს;
გ) ცვლილების შედეგს;
დ) ცალკეული დისციპლინების (საგნების) სწავლებაში ჩართულ ლექტორებ