1. პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებენ ის პროფესიული ორგანიზაციები, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აღიარებულია სამსახურის მიერ.
2. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული სერტიფიცირება სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ჩატარებული გამოცდების საფუძველზე.
3. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც სასერტიფიკაციო პროგრამების გარდა დაინტერესებულია საგამოცდო პროცესის აღიარებით ან დაინტერესებულია მხოლოდ საგამოცდო პროცესის აღიარებით, უფლებამოსილია საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისათვის, მიმართოს სამსახურს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოდ აღიარების მოთხოვნით.
4. პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტების მომზადება საგამოცდო პროცესის ნაწილია. მას უზრუნველყოფენ ის პირები, რომლებიც სამსახურის მიერ აღიარებულნი არიან სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოებად.
5. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია სასერტიფიკაციო პროგრამის და საგამოცდო პროცესის აღიარებით, სამსახურს მიმართავს დამოუკიდებლად. ხოლო ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამების აღიარებით, სამსახურს მიმართავს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოსთან ან იმ პირთან ერთად, რომელსაც სურს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ აღიარება
6. პროფესიული ორგანიზაცია/სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია სასწავლო/საგამოცდო პროცესი წარმართოს დასაქმებული პირების მეშვეობით ან/და სხვა ფიზიკური პირის/იურიდიული პირისგან მიღებული მომსახურებით.
პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამისა და საგანმანათლებლო საქმიანობით განმახორციელებელი პირების ცალკეული დისციპლინების (საგნების) აღიარება
მუხლის 4. პროფესიული ორგანიზაციის მიერ განცხადების წარდგენა
1. პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით სამსახურს უნდა წარედგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) სასერტიფიკაციო პროგრამა, სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
ბ) სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების თვითშეფასების ანგარიში (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);
გ) თითოეული სასწავლო კურსისათვის შესაბამისი სილაბუსი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
გ.ა) სასწავლო კურსის დასახელება;
გ.ბ) სასწავლო კურსის მიზანი;
გ.გ) სასწავლო კურსის სწავლების მეთოდები;
გ.დ) სასწავლო კურსის თემატიკა (დეტალურად) და შესაბამისი მისაღწევი სწავლის შედეგები;
გ.ე) სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები;
გ.ვ) სასწავლო კურსის საათების მოცულობა;
გ.ზ) სწავლების ენა;
გ.თ) სასწავლო კურსის შესაბამისი კომპეტენციის დონე;
გ.ი) სასწავლო კურსის შეფასების სისტემა;
გ.კ) სასწავლო ლიტერატურისა და სხვა რესურსების ჩამონათვალი როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე;
დ) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სასერტიფიკაციო პროგრამის შესაბამისი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის ჩამონათვალი როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით);
ე) ინფორმაცია პროგრამის სასწავლო კურსის (სილაბუსის) ავტორის/ავტორების ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ (აკადემიური ხარისხი, პრაქტიკული გამოცდილება);
ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან მიღებული/მისაღები მომსახურების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასწავლო მასალებს (ძირითად და დამხმარე ლიტერატურას) სამსახური აფასებს სასწავლო მასალების შენახვის ადგილას.
3. სასერტიფიკაციო პროგრამის აღიარების მიზნით პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტთან და სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად სამსახური 30 კალენდარული დღის ვადაში შეისწავლის სასერტიფიკაციო პროგრამას, სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსს)_ და თვითშეფასების ანგარიშს. საჭიროების შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაზარდოს 30 კალენდარული დღით.
4. სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლისგან და გასცეს რეკომენდაციები სასერტიფიკაციო პროგრამის სილაბუსში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით.
5. დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შესწავლის ვადის ათვლა ხელახლა იწყება.
6. სასერტიფიკაციო პროგრამის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული, მაგრამ არანაკლებ 15-დღიანი ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეესტრიდან აღიარებული პროგრამის ამოღების თაობაზე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების ანგარიშში სამსახურისათვის წარდგენილი უნდა იყოს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის (დანართი №1) მე-6 მუხლის შესაბამისა