1. პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება. პირს ამ სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს პროფესიული ორგანიზაცია.
2. სერტიფიცირებული ბუღალტრის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) სერტიფიკატის გამცემი პირის ლოგო;
დ) სერტიფიკატის ნომერი;
ე) სერტიფიკატის გამცემი პირის სახელწოდება და საინდენტიფიკაციო ნომერი, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში);
ვ) გაცემის თარიღი.
3. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია გამოცდის შედეგების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს სერტიფიკატი. საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა ხდება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესი