1. პროფესიული ორგანიზაციების მიერ საგნის/კურსის ჩათვლა ხორციელდება  მხოლოდ თავიანთი სერტიფიცირების  მიზნებისათვის.

2. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის დისციპლინების (საგნის) და პროფესიული ორგანიზაციების  სასწავლო  კურსის ჩათვლა ხორციელდება:

ა) სამსახურის მიერ აღიარებული, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ცალკეული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში სწავლის შედეგების მიხედვით, საათების მინიმალური მოცულობის გათვალისწინებით;

ბ) პროფესიული ორგანიზაციის  სასწავლო კურსის    სწავლის შედეგების მიხედვით, საათების მინიმალური მოცულობის გათვალისწინებით.

3. პროგრამის ჩათვლის  მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საათების მინიმალურ მოცულობას ადგენს პროფესიული ორგანიზაცია.

4. პროფესიული ორგანიზაციების მიერ  კანდიდატისათვის სასწავლო კურსის ჩათვლა მოიცავს ასევე შესაბამისი გამოცდისაგან გათავისუფლებას.

5. სასერტიფიკაციო პროგრამაზე ჩათვლების მიღებისათვის პირი მიმართავს პროფესიულ ორგანიზაციას და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტებს.

6. პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს უცხოეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებაში დასრულებული საგნი/სასწავლო კურსი.

7.  უცხოეთში მიღებული და საქართველოში აღიარებული განათლების (საგნის) ჩათვლას ახორციელებს პროფესიული ორგანიზაცია, სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

8. ნებართვის მიღება ხდება პირის მიერ სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) დიპლომის ასლი და დანართის ასლი;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ –

ცენტრი) მიერ გაცემული დოკუმენტი  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახე