მუხლი 124. საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადის ჩათვლა
თავი XVI — საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადებისაგან თავის არიდების აღკვეთა
1. საწარმო (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საწარმოსი) უფლებამოსილია ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან.
2. საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით მოგების განაწილებისას იბეგრება, უფლებამოსილია გაცემული დივიდენდის მიხედვით მოგების გადასახადის გადახდისას შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც ამ მოგებაზე საქართველოში იქნებოდა დარიცხული საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 124. უცხსაქართველოს ფარგლებს გარეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა 1. საწარმო (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საწარმოსი) უფლებამოსილია ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან,. 2. საქწართვმო, რომელიც მოგების ფგარდასახადით მოგლების განაწილებისას იბეგრეთბა, უფლებამოსილია გაცემული დახივიდენდილს მიხედვით მოგების გადასახადის თგანდახებდი ჩსაითვლებას შესაბამისი საგადასახადო წლპერიოდისათვის ჩამ მოგებითვაზე ლოს საქართველოშს ფარგლების გარეთ გადასახადილი მოგების გადასახადი იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან. 23. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც დარიცხული იქნმ მოგებოდაზე საქართველოში ამ მოგიქნებოდაზე დარიცხული საქართველოში მოქმარსედბული წესითა და განაკვეთებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ბს-949(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
…#1333 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შპს „...ს“ მიმართ დღგ-ის ნაწილში დარიცხული საგადასახადო სანქციის გადაანგარიშება და შესწორებული…
…ცენტრს და აცნობა მის მიერ გამოწერილ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებში დაშვებული შეცდომების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 248-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 124-ე მუხლის 21-ე ნაწილით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის ¹84 ბრძანებით დამტკიცებული,,საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის კორექტირების)…
…არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 მარტის ¹10/3549 გადაწყვეტილება დღგ-სა და მოგების გადასახადში საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლისა და 132-ე მუხლის მე-2 ნაწილით დარიცხული ჯარიმის ნაწილში. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მე-21 ნაწილზე და განმარტა, რომ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ…
…ჩადენილ სამართალდარღვევაზე სანქციის შეფარდებას და მოსარჩელის მიმართ კანონის სრული დაცვით გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილი სანქცია ყოველ შემდგომ განმეორებაზე. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საწარმოებს/ორგანიზაციებს და არა…
…დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით მოგების განაწილებისას იბეგრება, უფლებამოსილია გაცემული დივიდენდის მიხედვით…
…შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, მაგრამ არაუმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით. გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით; ო) მე-40 სტრიქონში – კუთვნილი მოგების გადასახადი: მე-16 სტრიქონში ასახული თანხის 5%-ს ( საქართველოს…
…თანხა უნდა მიეკუთვნოს ერთობლივ შემოსავალს ღონისძიებები •დაზუსტდება შესაბამისი წლის ერთობლივი შემოსავალი (მოგება/ზარალი) •მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაერიცხება გადასახადის ძირითადი თანხა, ამასთან საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით სანქცია არ დაერიცხება შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური…