სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებელის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020
მთავარი მონაცემები
ვადახუთი წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1455. საჩუქრის ჩათვლა მემკვიდრის წილში სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებელის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ას-1537-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
…მოცემულ საქმესთან კავშირი არ აქვს. წინამდებარე საქმეში დავის საგანია სამკვიდრო ქონების წილზე მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის მესაკუთრედ ცნობა, ხოლო აღნიშნულ საკონსტიტუციო დავაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის კონსტიტუციურობა, რომელიც სამკვიდროს გაყოფას, კერძოდ კი, საჩუქრის მემკვიდრის წილში ჩათვლის საკითხს არეგულირებს.…
საქმე №ას-1004-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2021
…სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა შემდეგი საფუძვლებით: 6.1. სსკ-ის 1455-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან…
საქმე №ას-195-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2021
…გარეშე) და 1455-ე (სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე…
…2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1433-ე, 1421-ე, 1424-ე, 1455-ე, 1473-ე და 1477-ე მუხლებით. 11.3 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში ასახულ გარემოებაზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა…
…ნაწილის 1/4 ნაწილის მესაკუთრედ. რომელიც დაახლოებით 6.3 კვ.მ-ს შეადგენს. 16. პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით სწორად დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებოდა სსკ-ის 1455-ე მუხლის შემადგენლობას, თუმცა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად სარჩელის ხანდაზმულობა დაუდო ( სსკ-ის 1450-ე მუხლი). აღნიშნული არ გაიზიარა…