2. თუ რაიმე კულტურული თუ დიპლომატიური მიზეზით მიღებულ იქნა უფრო ძვირფასი საჩუქარი, იგი უნდა გადაეცეს დაწესებულებას და არ უნდა იქნეს მიჩნეული თანამდებობის პირის კერძო საკუთრებად. თუ შესაძლებელია, საჩუქარი დიპლომატიურად უნდა დაუბრუნდეს (შეეცადოს დაბრუნებას) გადმომცემს.
3. მიღებული საჩუქრის ღირებულების მიუხედავად, საბაჟო მოხელე ვალდებულია ყველა ანალოგიურ შემთხვევაზე წერილობით აცნობოს თავის უფროსს საჩუქრის ან რაიმე ქონებრივი სარგებლის თაობაზე და შეიტანოს ოფიციალურ სიაში. სიაში მითითებული უნდა იყოს საჩუქრის მიმღები მოხელის ვინაობა, პირი, რომლისგანაც მიღებულ იქნა საჩუქარი, ასევე საჩუქრის აღწერილობა და მისი მიახლოებითი ღირებულება